საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალების მომზადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალების მომზადება

 

შედგენილია ტექინფორმში პროექტის „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად“ ფარგლებში.

პროექტი შესრულებულია სტუ-ს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახურის – „ერთად“ მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით.

თემის ხელმძღვანელი: ტმდ  მადონა კოპალეიშვილი.

 

ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის პროდუქტიულობისა და ხარისხის განსაზღვრის ინსტრუმენტის სახით დღეისათვის გამოიყენება  მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები – კომპანია  Thomson Reuters(აშშ) მონაცემთა ბაზა Web of Science (WoS) და  გამომცემლობის Elsevier (ჰოლანდია) მონაცემთა ბაზა Scopus. სამეცნიერო პერიოდული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღნიშნულ ბაზებს შემუშავებული აქვთ სამეცნიერო ჟურნალების შეფასების კრიტერიუმები და ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა აუცილებელია ამ სისტემებში მოსახვედრად.

 

წინამდებარე რეკომენდაციების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სამეცნიერო ჟურნალების ხარისხის ამაღლებას,  საერთაშორისო სამეცნიერო სისტემებში მათ მოხვედრას, საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციას.

 

WoS  და Scopus მულტიდისციპლინარული ბაზებია, ასახავენ ცოდნის თითქმის  ყველა სფეროს. WoS  შეიქმნა გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, Scopus – 2004 წელს. WoS გადაამუშავებს 17 ათას ჟურნალს, Scopus – 30 ათასზე მეტს . WoS  შეიცავს 7 მონაცემთა ბაზას, მათ შორის სამის გადამუშავებას ახდენს ჟურნალები Science Citation Index Expanded(SCIE), Social Science Citation Index (SSCI) ,Arts and Humanity ScienceCitation Index (A&HSCI); Scopus ყველა თემატური მიმართულების პუბლიკაციებს აერთიანებს ერთიან  მასივში.

 

WoS კლასიფიკატორი (WoS Category) შეიცავს 250 თემატურ რუბრიკას, მათ შორის 171 მიეკუთვნება ფუნდამენტურ და საინჟინრო მეცნიერებებს, მედიცინას და სოფლის მეურნეობას, 46 – სოციალურ მეცნიერებებს, 29 – ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. Scopus კლასიფიკატორი (All Science Journals Classification Codes (ASJC)) ორდონიანია, შეიცავს 27 თემატურ რუბრიკასა და 308 ქვერუბრიკას. ეს კლასიფიკატორები ინტერნეტში მოიძიება, საჭიროების შემთხვევაში მათი გაცნობა შეიძლება ტექინფორმში.

 

სამეცნიერო ჟურნალი, როგორც თემატური, ასევე პოლითემატური, სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნებისას უნდა იყენებდეს იმ კლასიფიკატორს, რომლის შესაბამის ბაზაში ასახვა აქვს მიზნად დასახული.

 

WoS  და Scopus მოთხოვნები სამეცნიერო ჟურნალების, ისევე როგორც ზოგადად სამეცნიერო პუბლიკაციების მიმართ, მსგავსია, Scopus მოთხოვნების შესაბამისი ჟურნალი შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს WoS-თვისაც, თუმცა მიიჩნევენ, რომ  WoS-ში მოხვედრა შედარებით უფრო რთულია, ვიდრე Scopus-ში. აქედან გამომდინარე, საწყის ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია აქცენტი გაკეთდეს საქართველოს სამეცნიერო ჟურნალების მომზადებაზე Scopus-ის მოთხოვნების შესაბამისად.

 

იმ ჟურნალების სიაში, რომელთა პუბლიკაციები ხვდება Scopus-ის მონაცემთა ბაზაში (http://info.sciencedirect.com/documents/files/scopus-training/resourcelibrary/xls/title_list.xl), დღეისათვის შედის საქართველოს ერთადერთი სამეცნიერო ჟურნალი Georgian Medical News (ISSN 1512-0112 ), თუმცა, რატომღაც  ჟურნალის გამომცემლად სიაში დასახელებულია რუსეთის ფედერაცია.  ამ ბაზაში შესულია აგრეთვე ცალკეული სამეცნიერო პუბლიკაციები ჟურნალიდან „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე“ (ISSN 0132 – 1447).

გამომცემლობის Elsevier საიტზე  (http://www.elsevier.com/onlinetools/scopus/content-overview) მოცემულია მოთხოვნები იმ ჟურნალების მიმართ, რომლებიც განაცხადს შეიტანენ Scopus-ში მოსახვედრად,  აღწერილია ჟურნალების შერჩევის პოლიტიკა. ქვემოთ ჩამოთვლილია ის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში განაცხადის შეტანას აზრი არა აქვს:

 

  • გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები აუცილებლად უნდა გადიოდეს წინასწარ რეცენზირებას;
  • დაცულ  უნდა იყოს ჟურნალის გამოცემის რეგულარულობა ანუ ჟურნალი უნდა იყოს პერიოდული გამოცემა და რეგისტრირებული იყოს ISSN საერთაშორისო  ცენტრში (ჰქონდეს ISSN);
  • ჟურნალის ყველა სამეცნიერო სტატიას უნდა ახლდეს ავტორისეული რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
  • გამოყენებული ლიტერატურა დაწერილ უნდა იყოს რომაული ალფავიტით;
  • ჟურნალი უნდა იცავდეს სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ეთიკას, რის შესახებაც გაცხადებული უნდა იყოს ჟურნალის საიტზე.

 

მხოლოდ იმის შემდეგ, რაც განმცხადებელი დაადასტურებს, რომ ზემოთ მოყვანილი მოთხოვნები დაცულია,  მას გადასცემენ შესავსებლად განაცხადის ფორმას. დეტალურად შევსებულ განაცხადს თან უნდა ახლდეს სტატიების სრული ტექსტები, რომლის გარეშე ჟურნალი ექსპერტიზაზე არ მიიღება.

 

მინიმალურ მოთხოვნებში მოცემული არ არის ჟურნალის საიტის აუცილებლობის პირობა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ექსპერტებისათვის, რადგან საკუთარი საიტის არსებობამიუთითებს გამოცემის სერიოზულობაზე და თანამედროვეობაზე.

 

Scopus საექსპერტო სისტემის (STEP)მიერ ჟურნალების შეფასების 13 კრიტერიუმი დაყოფილია 5 კატეგორიად:

კატეგორია კრიტერიუმი
ჟურნალის დამაჯერებელი პოლიტიკა
ჟურნალის პოლიტიკა რეცენზირების ტიპი
  სარედაქციო საბჭოს შემადგენლობის გეოგრაფია
  ავტორთა შემადგენლობის გეოგრაფია
  მეცნიერული ღირებულება
შინაარსი რეფერატების (ავტორისეული რეზიუმის) მკაფიობა
  გაცხადებული მიზნების და არეალის სისრულის ხარისხი
  სტატიების კითხვადობა
ჟურნალის წარმომადგენლობითობა(JournalStanding) ჟურნალის სტატიების ციტირება Scopus-ში
  რედაქტორების წარმომადგენლობითობა (Editor Standing)
რეგულარულობა გამოცემის გრაფიკის დაცვა (გამოცემა გრაფიკის დარღვევის გარეშე)
ონლაინ ხელმისაწვდომობა ინგლისურ ენაზე ჟურნალის საიტის ხელმისაწვდომობა
  ჟურნალის საიტის ხარისხი

 

ვიდრე განვიხილავდეთ სამეცნიერო პუბლიკაციის მიმართ წაყენებულ  უმნიშვნელოვანეს მოთხოვნებს, ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები WoS  და Scopus  ინგლისურენოვანია, მათი მომხმარებელია ინგლისური ენის მცოდნე საზოგადოება. ამიტომ სამეცნიერო პუბლიკაციის შინაარსობრივი ინფორმაცია  – სტატიის სათაური, ანოტაცია, საძიებო სიტყვები, ავტორის სამუშაო ადგილის დასახელება და სხვ. წარმოდგენილ უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ის მონაცემებიც, რომლებიც არ ითარგმნება, როგორიცაა ავტორების გვარი და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი,  წარმოდგენილ უნდა იყოს რომაული ალფავიტით. ამისათვის გამოიყენება ტრანსლიტერაციის ერთ-ერთი საერთაშორისო სისტემა.  არარომაული ალფავიტით შეიძლება წარმოდგენილ იყოს მხოლოდ  სტატიის სრული ტექსტები და ნახატები საიტზე.

 

ქვემოთ მოცემულია ქართული ასოების ტრანსლიტერაციის ვარიანტები სხვადასხვა საერთაშორისო სისტემებში.

 

 

 

qarTuli aso                      erovnuli sistema          ISO 9984  (1996)          araoficialuri sistema                                                 National system  (2002)                                                               Unofficial system                                     
a A A A
b B B B
g G G G
d D D D
e E E E
v V V V
z Z Z Z
T T T’ T
i I I I
k K’ K K
l L L L
m M M M
n N N N
o O O O
p P’ P P
J ZH Z’ ZH  (J)
r R R R
s S S S
t T’ T T
u U U U
f P P’ P (F)
q K K’ Q (K)
R GH G’ GH (G)
y Q’ Q Y
S SH S’ SH
C CH C’^ CH
c TS C’ C (TS)
Z DZ J DZ
w TS’ C W (C,TS)
W CH’ C^ TCH (CH)
x KH X X (KH)
j J J^ J
h H H H

 

 

 

არსებობს კიდევ ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ALA-LC და აშშ გეოგრაფიული სახელების კომისიის BGN/PCGN მიერ მიღებული ქართული ასოების ტრანსლიტერაციის ვარიანტები, ისინი ფაქტიურად იმეორებენ მოცემულ სქემებს და ამდენად საინტერესო არ არის ჩვენი მიზნებისათვის.

 

დაწერის სიმარტივის თვალსაზრისით ყველაზე მოხერხებულია ე.წ. არაოფიციალური (მარტივი) სისტემის ტრანსლიტერაცია.

 

ეხლა განვიხილოთ მოთხოვნა სტატიების აუცილებელი რეცენზირების შესახებ. Scopus-ში წარდგენილი ჟურნალისათვის განიხილება რეცენზირების 4 ტიპი:

 

  1. „რეცენზირება მთავარი რედაქტორის მიერ“ (“main editor peer review”):მხოლოდ ერთი (ან ორი) მთავარი რედაქტორი ახდენს ყველა სტატიის რეცენზირებას და შერჩევას პუბლიკაციისათვის (დაბალი დონე, დაბალი შეფასება);
  2. „ღია რეცენზირება“ (“open peer review”):რეცენზენტმა და ავტორმა იციან ერთმანეთის ვინაობა; ითვალისწინებს სამ ან მეტ რეცენზენტს თითოეული გამოცემის ყველა სტატიისათვის;
  3. „ცალმხრიული ფარული (ანონიმური) რეცენზირება“ (“single blind peer review”): რეცენზენტმა იცის ავტორის ვინაობა, ავტორმა კი არ იცის რეცენზერტის ვინაობა; ითვალისწინებს სამ ან მეტ რეცენზენტს თითოეული გამოცემის ყველა სტატიისათვის;
  4. „ორმხრივი ფარული  (ანონიმური) რეცენზირება“ (“double-blindpeer review”): რეცენზენტმა  და ავტორმა  არ იციან ერთმანეთის ვინაობა; ითვალისწინებს სამ ან მეტ რეცენზენტს თითოეული გამოცემის ყველა სტატიისათვის;

 

რეცენზირების ყველა ტიპს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჟურნალის შეფასებისას  ყველა ტიპი, გარდა პირველი ვარიანტისა, თანაბრად  მისაღებად მიიჩნევა, თუმცა  „ორმხრივი  ფარული რეცენზირება“ ითვლება ყველაზე მაღალ დონედ.

 

სამეცნიერო შრომის (სტატიის, მონოგრაფიის და სხვ.) ავტორისეული რეზიუმე –  რეფერატი (abstract)უნდა გადმოსცემდეს სამუშაოს არსს და გასაგები იყოს მკითხველისათვის თვით პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე. იგი არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას, რაც არ არის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში.

 

რეფერატში  მოკლედ და ზუსტად უნდა აისახოს  სტატიის შინაარსი, მასში  გადმოცემული უნდა იყოს  სამუშაოს ძირითადი ფაქტები და შედეგები.

 

რეფერატის ტექსტი უნდა იყოს ლაკონიური და მკაფიო, თავისუფალი ზედმეტი სიტყვებისაგან, გამოირჩეოდეს ფორმულირების დამაჯერებლობით.

 

რეფერატი უნდა შეიცავდეს სტატიის შინაარსის შემდეგ ასპექტებს:

  • სამუშაოს საგანი, თემა, მიზანი;
  • სამუშაოს ჩატარების მეთოდი ან მეთოდოლოგია;
  • სამუშაოს შედეგები;
  • შედეგების გამოყენების სფერო;
  • დასკვნები.

 

სტატიის შინაარსის გადმოცემის თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, თავდაპირველად გადმოცემულ იქნას სამუშაოს შედეგები და დასკვნები. სამუშაოს საგანი, თემა, მიზანი გადმოიცემა იმ შემთხვევაში, როცა ის არ ჩანს სტატიის სათაურში. სამუშაოს ჩატარების მეთოდი ან მეთოდოლოგია აღწერილ უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოირჩევა სიახლით ან საინტერესოა ამ სამუშაოში  გამოყენების თვალსაზრისით.

 

სამუშაოს შედეგები გადმოცემულ უნდა იქნას უკიდურესად ზუსტად და მკაფიოდ, მოცემულ უნდა იყოს ძირითადი  თეორიული და ექსპერიმენტული შედეგები, ფაქტიური მონაცემები, აღმოჩენილი ურთიერთკავშირები და კანონზომიერებები. ხაზი უნდა გაესვას იმ ახალ შედეგებს, რომლებიც უარყოფენ არსებულ თეორიებს, აგრეთვე იმ მონაცემებს, რომელთაც, ავტორის აზრით, აქვთ პრაქტიკული მნიშვნელობა.

 

სტატიის სათაურში მოცემული ფრაზები არ უნდა განმეორდეს რეფერატის ტექსტში. უნდა შევეცადოთ არ გამოვიყენოთ ჩართული სიტყვები (მაგალითად, „სტატიის ავტორი განიხილავს…“). ადრე გამოქვეყნებული სამუშაოების აღწერა ან საყოველთაოდ ცნობილი დებულებები რეფერატში არ უნდა მოხვდეს.

 

რეფერატის ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს სამეცნიერო და ტექნიკური დოკუმენტების ენას, არ უნდა გამოვიყენოთ კალკი, საჭიროა დაცულ იქნას ერთიანი ტერმინოლოგია მთელ ტექსტში.

 

შემოკლებები და პირობითი აღნიშვნები, გარდა საზოგადოდ მიღებულისა, გამოყენებულ უნდა იქნას გამონაკლის შემთხვევებში ან უნდა მოხდეს მათი განმარტება პირველივე ხსენებისას.

 

ფიზიკური სიდიდეების ერთეულები მოცემულ უნდა იყოს საერთაშორისო სისტემების შესაბამისად. ცხრილები, ფორმულები, ნახაზები, სურათები, სქემები, დიაგრამები რეფერატში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ისინი ასახავენ დოკუმენტის ძირითად შინაარსს და საშუალებას იძლევიან შემცირდეს რეფერატის მოცულობა.

 

რეფერატის გაფორმება უნდა მოხდეს შემდეგი სტანდარტიზებული სტრუქტურის მიხედვით;

  • რეფერატის რიგითი ნომერი;
  • სათაური ქართულ ენაზე;
  • სათაური ორიგინალის ენაზე;
  • ავტორ(ებ)ი;
  • გამოცემის მოკლე დასახელება;
  • პუბლიკაციის წელი;
  • ტომი;
  • გამოშვება;
  • სტატიის გვერდები;
  • პირველწყაროს ენა;
  • რეფერატის ტექსტი;
  • პირველი ავტორის მისამართი;
  • ბიბლიოგრაფია

 

რეფერატის ტექსტის მოცულობა განისაზღვრება დოკუმენტის შინაარსის და სირთულის მიხედვით.  მისაღებად მიჩნეულია  1000  ნიშანი ან  100-250 სიტყვა.

 

რეფერატების შედგენის წესი განსაზღვრულია გამოცემებზე და დოკუმენტებზე რეფერატების სტანდარტით ISO214:1976 Documentation – Abstracts for publications and documentation.

 

ზოგიერთ  გამომცემლობას თავის საიტზე  მოცემული აქვს რეფერატის შედგენის მისთვის მისაღები წესები ან მოყვანილი აქვს მაგალითები როგორი არ უნდა იყოს რეფერატი ( მაგ.http://www.emeraldinsight.com/authors/guides/write/abstracts.htm?part=3&).

 

სწორად შედგენილი რეფერატი საქართველოს პერიოდულ გამოცემებში იშვიათად გვხვდება, ავტორები არ აქცევენ ამას სათანადო ყურაღებას, რაც თავის უარყოფით შედეგებს მოიტანს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პუბლიკაციები გაიგზავნება სერიოზულ საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში მოსახვედრად, რადგან მათი კრიტერიუმების მიხედვით პუბლიკაციებში სამეცნიერო-საცნობარო აპარატის ხარისხს დიდი ყურადღება ექცევა. რეფერატი სწორედ ამ აპარატის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

რეფერატი ინგლისურ ენაზე

 

ინგლისურენოვანი რეფერატი  ერთადერთი წყაროა, რომლის მიხედვით უცხოელი სპეციალისტი აფასებს ქართველი მეცნიერის პუბლიკაციას, იყენებს მას თავის პუბლიკაციაში, დისკუსიაში შედის ავტორთან და ა.შ.  შესაბამისად, ინგლისურ ენაზე რეფერატის შედგენას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

 

რეფერატი ინგლისურ ენაზე ძირითადად იმეორებს ქართულ ენაზე დაწერილი რეფერატის ტექსტს, თუმცა ინგლისურენოვანი რეფერატი შეიძლება იყოს უფრო ვრცელი, ვიდრე ქართულენოვანი, რადგან ქართულენოვანი თან ახლავს ძირითად ტექსტს.

 

რეფერატი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს:

  • ინფორმაციული (არ შეიცავდეს ზოგად ფრაზებს);
  • ორიგინალური (არ იყოს ქართულენოვანი რეფერატის კალკი);
  • შინაარსიანი (ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსს და კვლევის შედეგებს);
  • სტრუქტურირებული (მისდევდეს სტატიის ლოგიკას)
  • „ინგლისურენოვანი“ (დაწერილი ხარისხიანი ინგლისური ენით და ინგლისურენოვანი სპეციალური ტერმინებით)
  • კომპაქტური (შეიცავდეს 100-დან 250 სიტყვამდე).

 

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სრულფასოვანი რეფერატის დასაწერად უმჯობესია მივდიოთ სტატიის სტრუქტურას, რომელშიც მოცემულია შესავალი, მიზანი და ამოცანები, მეთოდები, შედეგები, დასკვნა. ასეთი სტრუქტურირებული  რეფერატები

ხშირად გვხვდება უცხოურ ჟურნალებში.

 

სტანდარტული რეფერატის მაგალითი:

12.2.4. ბორითლეგირებულიმონოკრისტალურიგერმანიუმისდინამიკურიმექანიკურითვისებები. /გ. ჩუბინიძე, ი.ყურაშვილი, გ. ბოკუჩავა, ზ. ჩაჩხიანი, გ. დარსაველიძე/. საქართველოსმეცნიერებათაეროვნულიაკადემიისმოამბე. – 2012. – ტ.6. – #2. – გვ. 89-93. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გამოკვლეულიაბორითლეგირებულიმონოკრისტალურიგერმანიუმისმიკროსტრუქტურა, ელექტროფიზიკურითვისებები,დინამიკურიძვრისმოდულისადამიკროპლასტიკურიდეფორმაციისმახასიათებლები.გერმანიუმისმასიურიკრისტალებიგაზრდილიაჩოხრალსკისმეთოდითკრისტალოგრაფიულიმიმართულებით.მონოკრისტალებშიბორისკონცენტრაციაიცვლება 5.1016-5.1019 სმ-3 ინტერვალში.მოწამვლისორმოებისრაოდენობისშეფასებითგანსაზღვრულიდისლოკაციებისსიმკვრივეიცვლება 103-დან 5.104 სმ-2-მდე.დადგენილია,რომბორისკონცენტრაციისგაზრდითმცირდებადენისმატარებელიხვრელებისძვრადობადაიზრდებადინამიკურიძვრისმოდულისაბსოლუტურიმნიშვნელობაარალეგირებულმონოკრისტალურგერმანიუმთანშედარებით.მაღალტემპერატურულიმოწვისშემდეგვლინდებადენისმატარებლებისძვრადობის,დინამიკურიძვრისმოდულისადადრეკადობისზღვრისზრდისტენდენცია.ბორითლეგირებულიმონოკრისტალურიგერმანიუმისშინაგანიხახუნისადაძვრისმოდულისამპლიტუდურიდამოკიდებულებისშესწავლითმიიღებაშემდეგიშედეგები:განსაზღვრულიასხვადასხვაშედგენილობისGe:Bმონოკრისტალებისკრიტიკულიამპლიტუდურიდეფორმაციის,დინამიკურიძვრისმოდულისადადრეკადობისზღვრისმნიშვნელობები. დადგენილია,რომბორითსუსტადლეგირებულიმონოკრისტალურიგერმანიუმიხასიათდებაძვრისმოდულის,კრიტიკულიამპლიტუდურიდეფორმაციისადადრეკადობისზღვრისმაღალიმნიშვნელობებით.ესგარემოებაგანპირობებულიაგერმანიუმისსტრუქტურისგანმტკიცებით,რასაციწვევსბორისატომებითდისლოკაციებისბლოკირებისგაძლიერება.ბორისმაღალიკონცენტრაციებისშემთხვევაშიგანმტკიცებისპროცესთანერთადმიმდინარეობს„დარბილების” პროცესი.ესუკანასკნელიგამოწვეულიაელექტრონულიგაწყვეტილიკავშირებისშევსებითდისლოკაციებისბირთვებისმახლობლობაში,რაცთავისმხრივგანაპირობებსდისლოკაციებისმოძრაობისაქტივაციისენერგიისშემცირებას.დისლოკაციებისადაბორისატომებისურთიერთქმედებისბუნებისცვლილებისგათვალისწინებითგაანალიზებულიაბორისგავლენითსტრუქტურისგანმტკიცებისადა„დარბილების”მექანიზმები. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

სამეცნიერო პუბლიკაციაში გამოყენებული ლიტერატურის (ბიბლიოგრაფიის) სწორი აღწერა იმის საწინდარია,რომ ციტირებული  წყარო გათვალისწინებული იქნება მისი ავტორების, შესაბამისად, სამეცნიერო ორგანიზაციის, ქვეყნის  მეცნიერული საქმიანობის შეფასებისას. ჟურნალის ციტირების მიხედვით განისაზღვრება  მისი მეცნიერული დონე, ავტორიტეტულობა,  სარედაქციო საბჭოს საქმიანობის ეფექტურობა და ა.შ.  ბიბლიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ავტორების გვარი და ჟურნალების დასახელება.

გამოყენებული ლიტერატურის აღწერის სხვადასხვა სქემა არსებობს. მათ შორის ავტორიტეტულ საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში გამოყენებულია რამდენიმე ბიბლიოგრაფიული სტანდარტი,  კერძოდ:

  • APA- American Psychological Association (5th ed.):

Author, A.A., Author, B.B., & Author, C.C. (2005). Title of article. Title of Journal, 10(2), 49-53.

 

  • Council of Biology Editors – CBE 6th, Citation-Sequence

Author AA, Author BB, Author CC. Title of article. Title of Journal 2005;  10(2):49-53.

 

  • Chicago 15th Edition (Author-Date System)

Autor, Alan A., B.B. Autor, and C. Autor. 2005. Title of article. Title of Journal   10, (2): 49-53

 

  • Harvard

            Author, A.A., Author, B.B., & Author, C.C. 2005. “Title of article”. Title of           

Journal, vol. 10, no. 2, pp. 49-53.

 

  • Harvard – British Standard

 

AUTHOR, A.A., AUTHOR, B.B. and AUTHOR, C.C., 2005. Title of article. Title of Journal,  10 (2), pp. 49-53.

 

  • NLM – National Library of Medicine

           Author AA, Author BB, Author CC. Title of article. Title of Journal. 2005;    

10(2):49-53.

 

როგორც ვხედავთ, სტანდარტებს შორის არსებობს გარკვეული განსხვავება, მაგრამ ყველა მათგანი მისაღებად ითვლება.

მაგალითად, ქართულ რეფერატულ ჟურნალში ასახული ერთ-ერთი ჩანაწერი NLMსტანდარტის მიხედვით ასე გამოიყურება:

ჭილაძე ბ, ლომიძე ნ, ნიორაძე მ, სიდელნიკოვი ა, ტრეკოვი ი.ჩერენკოვისეფექტისგამოყენებაბირთვულიენერგეტიკისუსაფრთხოებისასამაღლებლად.საქართველოსმეცნიერებათაეროვნულიაკადემიისმოამბე.2012;6(2):67-73.

იგივეს  Harvard – ბრიტანული სტანდარტის გამოყენებისას ექნება შემდეგი სახე:

ჭილაძე ბ., ლომიძე ნ., ნიორაძე მ., სიდელნიკოვი ა. და  ტრეკოვი ი., 2012.ჩერენკოვისეფექტისგამოყენებაბირთვულიენერგეტიკისუსაფრთხოებისასამაღლებლად.საქართველოსმეცნიერებათაეროვნულიაკადემიისმოამბე,6(2), გვ. 67-73.

სამეცნიერო ჟურნალის განვითარებისა და საერთაშორისო დონეზე მისი აყვანისათვის საეტაპო ნაბიჯია საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში Ulrich’s Periodicals Directory ჩართვა.

 

ამერიკის გამომცემლობის Bowker მონაცემთა ბაზა Ulrich’s Periodicals Directory წარმოადგენს ყველაზე მსხვილ მონაცემთა ბაზას, რომელიც აღწერს ყველა თემატური მიმართულების სერიული (პერიოდული და განმგრძობადი) პოპულარული და სამეცნიერო გამოცემების მსოფლიო ნაკადს.

 

მონაცემთა ბაზა შეიცავს თითქმის 300 ათას სერიულ გამოცემას, რომელთაგან 200 ათასი გამოიცემა ამჟამად. ამ ბაზაში ჟურნალის რეგისტრაციის გარეშე ფაქტიურად არ ხდება ავტორიტეტულ საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ჩართვაზე განაცხადის შეტანა.

 

Ulrich’s Periodicals Directory ღიაა ყველა სერიული გამოცემის რეგისტრაციისათვის. მის საიტზე მოცემულია მონაცემთა ფორმატი, რომელიც უნდა შეივსოს ჟურნალის ბაზაში ინდექსირებისათვის. ამ მონაცემებს მიეკუთვნება:

 

  • გამოცემის დასახელება (Title);
  • ISSN;
  • პერიოდულობა (Frequency);
  • გამოცემის ტიპი (SerialType – Journal, Magazine, Bulletin, Newsletter, Newspaper, Monographiс и др.) – განისაზღვრება გამოცემის აღწერის და შინაარსის მიხედვით;
  • ფორმატი (Format – Print, Online) – თითოეულ ფორმატზე უნდა შედგეს ცალკე აღწერა;
  • სტატუსი (Status – Active, Ceased, Merged и т.д. – აქტიური, შეწყვეტილი, შერწყმული და სხვ.) – იმის გამო, რომ აღწერილობა ბაზაში შენარჩუნდება, ეს ჩანაწერი აღნიშნავს გამოცემის ამჟამინდელ მდგომარეობას;
  • გამოცემის თემატური რუბრიკები (SubjectCodes) – განისაზღვრება საიტზე მოცემული ჟურნალის აღწერილობის მიხედვით;
  • გამომცემელი (Publisher);
  • ქვეყანა (Country);
  • გამოცემის პირველი წელი (StartYear);
  • ისტორია (History) – დასახელების შეცვლა, ცვლილებების წლები, შერწყმა სხვა გამოცემასთან, ჟურნალის გაყოფა და ა.შ.;
  • გამოცემის შინაარსის ტიპი (ContentType) –  სამეცნიერო (Academic/Scholarly), დარგობრივი, სპეციალიზირებული(Trade), ოფიციალური (Government), სამომხმარებლო, მასიური (Consumer), ბიბლიოგრაფიული (Bibliography) и სხვ.
  • ჟურნალის აღწერა რედაქციის მიერ (EditorialDescription) – ჟურნალის შინაარსის დახასიათება რედაქციის მიერ (ანოტაცია);
  • ჟურნალის საიტის მისამართი (Website);
  • ენა (Language) – სრული ტექსტის  და ანოტაციების (რეფერატების) ენა;
  • ერთ გამოცემაში გვერდების რაოდენობა (PageperIssue);
  • გამოცემასთან დაკავშირებული სხვა დასახელება (RelatedTitles) –თუ არსებობს;

 

  • ჟურნალის ალტერნატიული დასახელება (AlternativeTitle) – თარგმნილი ვერსიის დასახელება;
  • დასახელების აბრევიატურა (AbbreviatedTitle);
  • პარალელური დასახელება (ParallelTitle) – პარალელური დასახელებაინგლისურ ენაზე;
  • შემოკლებული დასახელება (ShortTitle);
  • საკვანძო მახასიათებლები (KeyFutures)*
  • სხვა მახასიათებლები – რეკლამის არსებობა (Advertisingincluded), არქივის მისაწვდომლობა (Backissuesavailable),საძიებლების, ბიბლიოგრაფიის და სხვ. არსებობა;
  • მონაცემები მთავარი რედაქტორის შესახებ (Editors, EditorsContact) – გვარი, საკონტაქტო მონაცემები;
  • მონაცემები გამომცემლის და დამფუძნებლის შესახებ (Publishers, PublishersContact, Publisher & OrderingDetails) –გვარი, გამომცემლობა, ორგანიზაცია-დამფუძნე ბელი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და სხვ.;
  • ბეჭდური გამოცემის ტირაჟი, ხელმოწერის ფასი და სხვ.

 

*ჟურნალის საკვანძო მახასიათებლებს (KeyFutures)  Ulrich’s მიაკუთვნებს შემდეგ ინფორმაციას:

– რეგისტრაციაCopyrightClearanceCenter (CCC);

– რეფერირება და ინდექსირება (AbstractedorIndexed);

– ჟურნალის ვებ-გვერდი (WebsiteURL);

– ონლაინ მიწვდომა (AvailableOnline);

– ღია დაშვება (OpenAccess);

– ჟურნალის რეცენზირება  (Refereed / Peer-reviewed);

– იმპაქტ-ფაქტორი (JournalCitationReports);

– მხოლოდ ელექტრონული ფორმა (Electronic-only)

 

ყოველ რეგისტრირებულ ჟურნალს მიენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი –  TitleID.

 

 

 

  1. Romanization of Georgian

http://en.wikipedia.org/wiki/Romanization_of_Georgian

 

  1. http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_language
  2. http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_script
  3. Georgian – National transliteration system

http://www.translitteration.com/transliteration/en/georgian/national/

  1. How not to write an abstract: examples of poor abstracts http://www.emeraldinsight.com/authors/guides/write/abstracts.htm?part=3&).

 

  1. http://www.iso.org/iso/home/store/catalogue_tc/catalogue_detail.htm?csnumber=4084
  2. http://ulrichsweb.serialssolutions.com/login
  1. Кириллова О. В. Подготовка журналов к индексированию в БД  Scopus: основные требования и правила представления данных

www.viniti.ru/download/russian/seminar/prez6.ppt

 

  1. Кириллова О. В.  О системе включения журналов в БД Scopus: основные требования и порядок представления

http://health.elsevier.ru/electronic/scopus_ins_journals

 

  1. Кириллова О. В.    Редакционная  подготовка научных журналов по международным стандарта.

http://elsevierscience.ru/files/add-journal-to-scopus-2013.pdf

 

  1. Арефьев П.Г. Международные авторитетные базы данных: важность включения и критерии для журналов.Международная научно-практическая конференция «Научное издание международного уровня: проблемы и решения при подготовке и включении в индексы цитирования и реферативные базы данных» 15-17 мая 2012 г., ВИНИТИ РАН, Москва, Россия.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *